თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მაშველებმა თუშეთის მთებში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ზვავში მოყოლილიყო, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“ (Rustavi2).
დაღუპული თელავის რაიონის მკვიდრი პეტრე ბუჯაიძეა, რომელიც ფშავი-ომალოს გზის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა. ეს გზა მეწყერის გამო ორი თვის განმავლობაში იყო გადაკეტილი.
უბედური შემთხვევა მუშაობის დროს მოხდა. სხვა პირები არ დაშავებულან.