თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პორტუგალიელმა სალვადორ სობრალმა სიმღერით Amar Pelos Dois (სიყვარული ორს ჰყოფნის) კიევში გამართული სიმღერების კონკურისი „ევროვიზია 2017“-ის ფინალი მოიგო.
მეორე ადგილი ბულგარეთის წარმომადგენელმა კრისტიან კოსტოვმა მოიპოვა. მესამე კი ჯგუფმა Sunshine Project მოლდოვიდან.
პორტუგალიელის გამოსვლაში მთავარი აქცენტი სიმღერაზე იყო გაკეთებული, რომელსაც თან ახლდა სინათლის ეფექტები მთავარ სცენაზე, ხოლო მაყურებლებმა დარბაზი ტელეფონების ფარნებით გაანათეს.
პორტუგალიელი მონაწილეთაგან ერთ-ერთი ბოლო ჩავიდა კიევში — 7 მაისს და რეპეტიციებში მონაწილეობა არ მიუღია გულის მანკის გამო, რომლითაც მომღერალი ბავშვობიდან არის დაავადებული. მედიამ დაწერა, რომ 27 წლის მომღერალმა წლის ბოლომდე უნდა იპოვოს დონორი.
ამრიგად, 2018 წელს კონკურსი პირველად გაიმართება პორტუგალიაში.
საქართველოს წარმომადგენელი თამარ გაჩეჩილაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა. მან 9 მაისს, ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ დატოვა კონკურსი.