გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულელ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ტექნიკური ზედამხედველობის საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ“, — აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ტყიბულელ მეშახტეთა ტრაგედიაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

შეგახსენებთ: უბედური შემთხვევა სამშაბათ საღამოს მოხდა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში როდესაც მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტისას, ბაგირის გამოცვლის დროს, საბარგო კაბინა ჩაწყდა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან შახტში ჩავარდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ცხედრების ამოტანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.


ყველა ახალი ამბავი
0