თბილისი, 14 მაისი-Sputnik. სომხეთის დედაქალაქში კვირას იმართება ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები, გადმოსცემს Sputnik Армения.
კანონმდებლობით, თუ საბჭოს არჩევნებში რომელიმე პარტია ხმათა 50%-ზე მეტს დააგროვებს, პარტიული სიის სათავეში მყოფი პირი ქალაქის მერად ჩაითვლება. თუ კანდიდატი მერობისთვის შეუფერებელია, ან ვერცერთი პარტია ვერ დააგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ მერს, საბჭო, ფარული კენჭისყრით აირჩევს.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სიის სათავეშია ტარონ მარგარიანი (ერევნის ახლანდელი მერი), „გარგარის ქვეყანას“- ზარუი პოსტანჯიანი მეთაურობს, ხოლო ბლოკ „გამოსავალს“- ნიკოლ პაშინიანი.
არჩევნებს აკვირდება 5 138 ადგილობრივი დამკვირვებელი, რომლებიც 17 არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენენ. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ ხმის მიცემაში სამზე მეტი პარტია მონაწილეობს, მანდატები სამივე სუბიექტზე ნაწილდება. შესაბამისად, ახალ უხუცესთა საბჭოში სამივე პარტია იქნება წარმოდგენილი. უხუცესთა საბჭო ირჩევა 4წლის ვადით და 65 წევრისგან შედგება.