მშვიდი ქუჩის ძაღლები და ტანსაცმლიანი ოთხფეხა მეგობრები - პროფესიონალის მოსაზრება

© FB/ Елена Кузьменкоნატალია მესტვირიშვილი
ნატალია მესტვირიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს ასეთი ლოცვასავით გამონათქვამი: „ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ისეთი ადამიანი გავხდე, როგორიც ჩემს პატრონს ვგონივარ“. ცნობილია, რომ ძაღლი ის სულიერია, ვისაც პატრონი საკუთარ თავზე მეტად უყვარს, მაგრამ სხვა საქმეა - ჩვენ როგორ ვექცევით და ვზრუნავთ მათზე.

ამ თემაზე სასაუბროდ კინოლოგს, პროფესიონალ ვეტერინარს, ნატალია მესტვირიშვილს დავუკავშირდით. 

© FB/ Tamriko Rostomashviliნატალია მესტვირიშვილი
ნატალია მესტვირიშვილი - Sputnik საქართველო
ნატალია მესტვირიშვილი

-ქალბატონო ნატალია, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, როგორია ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება ოთხფეხა მეგობრების მიმართ?

— საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა. წინა წლებთან შედარებით უფრო კარგი მდგომარეობაა, ადამიანები უფრო ზრუნავენ ძაღლებზე, ქუჩაში მომრავლდა ბირკიანი მაწანწალა ძაღლები, რომლებსაც ვაქცინაცია გაკეთებული აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უსაფრთხოები არიან და ადამიანებს არ ერჩიან. ეზოში ბავშვები მშვიდად თამაშობენ და მშობლებიც ძაღლებთან ურთიერთობას არ უშლიან. შეიმჩნევა იმის ტენდენცია, რომ ქუჩის ძაღლები უფრო მშვიდი გახდნენ. გახშირდა შემთხვევები, რომ ადამიანებს ვეტ-კლინიკებსა და თავშესაფარში ქუჩაში ნანახი მაწანწალა ლეკვები მოჰყავთ, ანუ ადამიანებს შეეცვალათ ცხოველებისადმი დამოკიდებულება და მათ მიმართ ზრუნავს იჩენენ. ასეთი რამ ადრე მასობრივად საქართველოშინამდვილად არ ხდებოდა და ეს ამბავი მახარებს.

-მართალია, რომ დროთა განმავლობაში ძაღლი პატრონს ემსგავსება?

— მართალია, როგორ გარემოშიც უწევთ ყოფნა და როგორც ექცევიან მათ, ისინიც ადექვატურები ხდებიან. დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლის კვებას, აღზრდას და  გარკვეული ჩვევების განვითარებას.

© FB/ Elene Mestvirishviliნატალია მესტვირიშვილი საკუთარ ძაღლთან ერთად
ნატალია მესტვირიშვილი საკუთარ ძაღლთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატალია მესტვირიშვილი საკუთარ ძაღლთან ერთად

-ქალბატონო ნატალია, რას ფიქრობთ იმაზე, ძაღლებს შარვალსა თუ კაბაში რომ გამოაწყობენ ხოლმე?

— მე ამას უარყოფითად ვუყურებ, ძაღლს სიცივის შეგრძნება არ აქვს და მას სითბოსთვის არ სჭირდება რაიმე დამცავი, ან გარეთ სატარებელი ტანსაცმელი. მეც ხშირად მინახავს ხოლმე ქუჩაში კოსტუმიანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჰალსტუხიანი ძაღლებიც!  სურვილი აქვთ პატრონებს შეუძლიათ სახლში გამოაწყონ ისინი და უბრალო გაერთონ, გარეთ კი ამის გაკეთება საჭირო არ არის, თან ჰიგინების მხრივაც არ არის რეკომენდირებული. სხვათაშორის ადრე ჩვენში უკვირდათ როცა იგებდნენ, რომ უცხოეთში ძაღლების სალონები არსებობს. დღეს ჩვენთან, ვეტ-კლინიკებთანაც ფუნქციონირებს ამგვარი რამ, სადაც თქვენს ძაღლს ლამაზად გაკრეჭენ.

-რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?

— ერთხელ ახლობელთან ვიყავი და მისი ძაღლი რომ მოგვიახლოვდა, აშკარად გავიგონე: მა-მა. ყურადღება არ მივაქციე და შემდეგ მან ერთიანად გამოსცა ეს ხმები: მა-მა, მა-მა. მა-მა.. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ლაპარაკი იცის, უბრალოდ ასეთ ბგერებს გამოსცემს. 

© FB/ Inna Rukhadzeნატალია მესტვირიშვილი
ნატალია მესტვირიშვილი - Sputnik საქართველო
ნატალია მესტვირიშვილი

- ქალბატონო ნატალია, რა რჩევებს მისცემთ მათ, ვინც ახლა გადაწყვიტა, რომ სახლში ოთხფეხა მეგობარი მიიყვანოს?

— პირველ რიგში, ყველას ვურჩევ, რომ სპეციალისტს, კინოლოგს დაელაპარაკოს, რადგან ერთია ჩვენი სურვილი, რომ რომელიმე ჯიშის ძაღლი მივიყვანოთ შინ და მეორე — ჩვენი ფინანსური შესაძლებლობა, კომუნალური პირობები და ოჯახური მდგომარეობა. ყველა ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად ადამიანს დიდი ზომის ძაღლი, მაგალითად სერ ბერნარი მოსწონს. თუმცა კომუნალური პირობები ამის საშუალებას არ აძლევს. სერ ბერნარი ბევრს ჭამს, მის მოსავლელად დიდი ძალისხმევა, შრომა და დროა საჭირო, ფინანსური ხარჯიც ბევრია. თანაც მისი ბეწვი მთელ სახლში იქნება მოფენილი. ყველაფერი ეს უნდა გაითვალისწინონ. სპეციალისტისგან უნდა მიიღოს გარკვეული რჩევები, რაც შემდგომში მათ ძაღლის მოვლა-შენახვას გაუიოლებს.

- თავად რა ჯიშის ძაღლი გყავთ?

— მე კანე კორსოს ჯიშის ძაღლი მყავს. ესაა უძველესი იტალიური ჯიში. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებშიც. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის, ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. ჭკვიანი და ძალიან მშვიდი ძაღლია. მე უფრო დიდი ძაღლები მიყვარს. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ დიდი ძაღლი უფრო გონიერიაო, ძაღლს როგორც აღზრდი, რასაც ასწავლი და მიაჩვევ- ისეთი იქნება. ძაღლი ის სულიერია, რომელსაც პატრონი საკუთარ თავზე მეტად უყვარს, ძალიან ერთგულია და მისი უსიტყვოდ ესმის. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ძაღლებთან ურთიერთობა ადამიანს უფრო ხალისიანს, აქტიურს და კეთილს ხდის…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0