ქორწინების ახალი მოწმობა აფორიზმით „ლეკვი ლომისა სწორია...“

© Courtesy of W-Artახლად დაქორწინებული წყვილი
ახლად დაქორწინებული წყვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ წყვილებს, რომლების საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დაქორწინდებიან, რუსთაველის აფორიზმით დამშვენებული მოწმობა გადაეცემათ.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. წყვილები რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქვთ დაგეგმილი ქორწინების გაფორმება, ახალი დიზაინის მოწმობას მიიღებენ.
შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ.

ია გოგნაძე - Sputnik საქართველო
ია გოგნაძე: განქორწინების ინიციატორები ხშირად ქალები არიან

ბრძანების თანახმად, დოკუმენტის წინა მხარეს, ოქროსფერ ჩარჩოში ჩაიწერება აფორიზმი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“:

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

მოწმობის ყდის პირველ გვერდზე ასევე დატანილი იქნება წარწერები: „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“ და მის ქვემოთ: „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

მოწმობის ყდის მარჯვენა ქვედა კუთხეში სპეციალური ორნამენტი იქნება გამოსახული.

დოკუმენტის მეორე და მესამე გვერდები ცარიელი იქნება, ხოლო მეოთხე ასევე შემოსაზღვრული იქნება ოქროსფერი ჩარჩოთი.

ყველა ახალი ამბავი
0