ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში მეორე მეჩეთი არ აშენდება

© photo: Sputnik / Denis Aslanovმლოცველი თბილისის მეჩეთში
მლოცველი თბილისის მეჩეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში სულ 250 მეჩეთი ფუნქციონირებს. 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარებული აღწერის თანახმად, ქვეყანაში 398 ათასი მუსლიმი ცხოვრობს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ბათუმის მერიამ ქალაქში მეორე მეჩეთის აშენების უფლება არ გასცა, მუსლიმები ქუჩაში ილოცებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმში მეორე მეჩეთის აგების საკითხი 2013 წლიდან დგას. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ერთი მეჩეთი ქალაქს არ ჰყოფნის და ამიტომ მუსლიმებს ქუჩაში ლოცვა უწევთ.

ნახევარმთვარე მეჩეთზე - Sputnik საქართველო
საქართველოს მუსლიმურ თემს 20 მეჩეთი გადაეცა

ამასთან დაკავშირებით, აჭარის მუსლიმთა თემმა ბათუმში დაახლოებით 3 ათასი კვმ მიწაც კი შეიძინა მეორე მეჩეთის ასაშენებლად.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მერიამ უარი მეჩეთის აშენებაზე იმ მიზეზით ახსნა, რომ მუსლიმების მიერ შეძენილი მიწის მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული.

ბათუმელი მუსლიმები მერიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიას შემოღობავენ და ღია ცის ქვეშ ილოცებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მეჩეთთან ვილოცებთ ქუჩაში თუ აქ. ეს ჩვენი საპროტესტო აქცია იქნება“, — განაცხადა შეძენილი ტერიტორიის ერთ-ერთმა მფლობელმა ტარიელ ლონდარიძემ.

მისი თქმით, თემის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს და სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ „ბათუმის მერიის ბრძანება ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უკანონოა“.

აჭარის ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში სულ 250 მეჩეთი ფუნქციონირებს. 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარებული აღწერის თანახმად, ქვეყანაში 398 ათასი მუსლიმი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0