მარგველაშვილი: UNWTO-ს ხელმძღვანელად საქართველოს კანდიდატის არჩევა ქვეყნის წარმატებაა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 12 მაისს აირჩიეს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ქვეყნის წარმატებად მიიჩნევს და ულოცავს მას.

„ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას. ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად საქართველოს კანდიდატის არჩევა უდავოდ ქვეყნის წარმატებაცაა“, — წერია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში.

მარგველაშვილის თქმით, ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა არის აღიარება ქვეყნის მისწრაფებისა, „საკუთარი წვლილი შევიტანოთ ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში“.

 

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 12 მაისს აირჩიეს.

კენჭისყრა მადრიდში ორ ტურად ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, ვინ დაიკავებდა ამ მნიშვნელოვან პოსტს.

საქართველოს კანდიდატის ოპონენტი არჩევნებში ზიმბაბვეს ტურიზმის მინისტრი უოლტერ მზემბი იყო. პოლოლიკაშვილმა მეორე ტურში 18 ხმა მიიღო, ზიმბაბვეს წარმომადგენელმა კი — 15.

ყველა ახალი ამბავი
0