რა ევალება დამსაქმებელს და რისი უფლება აქვს დასაქმებულს?
„დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს შრომის უსაფრთხო პირობები შეუქმნას და სრულად აანაზღაუროს დასაქმებულის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები", — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.
რაც შეეხება დასაქმებულის უფლებებს, შრომის კოდექსის თანახმად, მას შეუძლია უარი განაცხადოს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობებს ეწინააღმდეგება.