პატრიარქის ნათლულების გუნდი უწმინდესის საგალობელს პირველად სამებაში შეასრულებს

© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 მაისს, სამებაში პატრიარქისა და საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება გუნდი, რომელიც პატრიარქის ნათლულებისგან შეიქმნა.

მათი ხელმძღვანელი, ანსამბლ „საგალობელის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია მიქაბერიძეა. მან მისთვის ჩვეული ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით მაქსიმალურად მოკლე დროში იდეა რეალურ საქმედ აქცია.

© FB/ Maia Mikaberidzeმაია მიქაბერიძე და გუნდი "ნათლულები"
მაია მიქაბერიძე და გუნდი ნათლულები - Sputnik საქართველო
მაია მიქაბერიძე და გუნდი "ნათლულები"

-ქალბატონო მაია, ბუნებრივია, პირველ რიგში გკითხავთ, როგორ გაჩნდა ეს იდეა?

— ეს სრულიად გენიალური იდეა ბატონ გურამ შენგელიას გაუჩნდა და მეც მაშინვე ავიტაცე. მან მითხრა, ეს იდეა რომ გავახმიანო, აუცილებლად წამართმევენო, არადა, ამას მინდა სათავეში შენ ჩაუდგეო. როგორ შეიძლება, ასეთი იდეის ავტორი ჩრდილში დარჩეს?!… ამიტომ მე ყველგან და ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს იდეა მას ეკუთვნის. ამ გუნდში პატრიარქის ყველა ნათლულს ვიწვევ, თანხა სიმბოლური — 10 ლარი დავაწესე. მინდა, რომ გუნდში ბევრი, მთელი საქართველო მოვიდეს. ამ  საქმეში ანსამბლის „საგალობელი“ დახმარებაც დაგვჭირდება, კურთხევა ამაზეც გვაქვს. კიდევ ერთი, კურთხევა მხოლოდ ნათლულებზე კი არა, მათ დედ-მამიშვილებზეც ვრცელდება. ჩვენი არსებობა პატრიარქის საგალობლით „წმინდაო ღმერთო“ დავიწყეთ.

სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
ქართული საგალობლები

- ამ იდეის შესახებ როდის აცნობეთ პატრიარქს?

— ეს იდეა 4 მაისს ვაცნობეთ მის უწმინდესობას, რომელმაც ის მოიწონა და აკურთხა. მას ვაჩვენე ფოტო, სადაც გუნდის პირველი რეპეტიციაა გადაღებული და რომელზეც 45 ბავშვია გამოსახული, მათ შორის ყველაზე დიდი 10 წლისაა. როცა ფოტოს დახედა, უწმინდესმა ღიმილით მითხრა: მე 30 000 —ზე  მეტი ნათლული მყავსო. მე ვუთხარი: უწმინდესო, ეს პირველი მცდელობაა, ბავშვები თანდათან მოდიან და თქვენი კურთხევა უფრო გაგვაძლიერებს მეთქი. 8 მაისს ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა, ასე რომ, ეს მარტო სიტყვიერი თანხმობა არ არის, მას თავისი ბეჭედი და ლოგო ექნება. ჩვენს გუნდს დაერქვა „ნათლულები“ და ახლა ლოგოზე უნდა შევთანხმდეთ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0