„ცას და დედამიწას შორის": ირმა სოხაძის ახალი პერფორმანსი

გამოწერა

თბილისში ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ ქართული წარმოშობის რუსი დრამატურგის ინგა გარუჩავას პოეტური ნაწარმოებების მიხედვით უჩვეულო სპექტაკლი-პერფორმანსი გამართა. „Sputnik საქართველო“ შემოქმედებითი საღამოს ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

თბილისის მწერალთა სახლში მუსიკალური სპექტაკლის „ცას და დედამიწას შორის“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პერფორმანსის იდეის ავტორი, მომღერალი ირმა სოხაძე და დამდგმელ-რეჟისორი მანანა სურმავა. 45 წუთის განმავლობაში ირმა სოხაძემ, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა, 12 სიმღერა შეასრულა, მანანა სურმავამ კი   ინგა გარუჩავას ლექსები წაიკითხა.

„ამ სპექტაკლზე ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით დამდგმელ-რეჟისორ მანანა სურმავასთან ერთად, მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი, რომელიც ჩვენს დადგმაში სულ ორია. სპექტაკლზე ყოველდღე ვმუშაობდით და ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩავდეთ მასში, ეს გამოჩნდა კიდეც. რაც შეეხება სიმღერებს — მათ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვწერდი. მას შემდეგ, რაც  ინგა გარუჩავას წიგნი მაჩუქეს, რასაც ჰქვია ამ ლექსებით დავაავადდი, ვწერდი და ვწერდი სიმღერებს, სულ 12 გამოვიდა“, — განაცხადა ირმა სოხაძემ „Sputnik-საქართველოსთან“

რეჟისორი და დრამატურგი ინგა გარუჩავა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. მეუღლესთან — დრამატურგ პიოტრ ხოტიანოვსკისთან ერთად, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის თეატრებში მან ათობით სპექტაკლი დადგა. ინგა გარუჩავას ლექსების კრებული პიოტრ ხოტიანოვსკიმ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა. წიგნში ინგა გარუჩავას სხვადასხვა წლების პოეტური ნაწარმოებია შესული.

 

ყველა ახალი ამბავი
0