საქართველოში კანის კიბოსთან ბრძოლის ფარგლებში უფასო კვლევებს ჩაატარებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო კლინიკა
ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე მეხუთე წელია, კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით კამპანიას აწარმოებენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ხუთი ქალაქის მოსახლეობა 14-20 მაისის პერიოდში კანის კიბოსა და მელანომაზე უფასო გამოკვლევების ჩატარებას შეძლებს, აღნიშნულია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ევრომელანომის" საერთაშორისო კამპანია საქართველოში კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით წელს უკვე მეხუთედ ტარდება. 2017 წლის ლოზუნგია: "კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!".

"ევრომელანომას" კამპანიის ფარგლებში გამოკვლევები ჩატარდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში. სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 0322 30 54 17 და 03222 18 22 58.

კანონისა და სამართლის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
Johnson & Johnson-ს კიბოთი დაავადებული ქალისთვის $110 მლნ-ს გადახდა დაეკისრა

მანამდე ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა.

კამპანიის ფარგლებში სხვა პროფილის ექიმები მონაწილეობას მიიღებენ კანის კიბოს დაავადების თემატიკისადმი მიძღვნილ სემინარებში.

2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4500-მდე პირმა, შესაბამისად, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც.

"ევრომელანომის" კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა. ამჟამად ის ყოველწლიურად მასიში მსოფლიოს 33 ქვეყანაში იმართება. საქართველო კამპანიას 2012 წელს შეუერთდა.

კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია "საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია". კამპანიის მხარდამჭერი არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოში ზუსტი ინფორმაცია მელანომით ან კანის კიბოთი დაავადებული ადამიანების შესახებ ამჟამად არ არის. დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0