ნოზაძე: ჩვენი მთავარი პრინციპი იყო, არის და იქნება საუკეთესო ხარისხი

© ნატალი ნოზაძის პირადი არქივინატალი ნოზაძე კოლეგებთან ერთად
ნატალი ნოზაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ჩანთების ბრენდის „ტომარას" ერთ-ერთი შემქმნელი ნატალი ნოზაძე ბრენდის შექმნის ისტორიაზე საუბრობს — რა გზა გაიარა სანამ წარმატებას მიაღწევდა და ქართულ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებდა.
ნოზაძე: ჩვენი მთავარი პრინციპი იყო, არის და იქნება საუკეთესო ხარისხი

„ქართული ბაზრის შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არც თუ ისე ბევრი ბრენდია, რომელიც მხოლოდ ჩანთების წარმოებით არის დაკავებული და ამ ნიშით თავისუფლად შეგვეძლო ჩვენთვის ღირსეული ადგილის პოვნა და თავის დამკვიდრება", — ამბობს ნოზაძე.

ქართული ჩანთების ბრენდი „ტომარა" სამმა მეგობარმა ნატალი ნოზაძემ, ქეთა რატიანმა და მარიამ შენგელიამ სპონტანურად დააარსეს. შედეგმაც გაამართლა. საქართველოს გარდა, „ტომარას" მიერ წარმოებული ჩანთები ნიუ-იორკში მაღაზია Malat-ში და მოსკოვში In love with Georgia-ში წარმატებით იყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0