გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი სახელწოდებით "ომის სიმღერები" გაიმართა თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის დარბაზში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა კონცერტი.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი საავტორო სიმღერების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც თავი მოიყარეს მომღერლებმა საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო".
გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის სტუმრებმა, ასევე ქართული თეატრისა და ესტრადის მსახიობებმა. კონცერტის წამყვანი იყო ქართველი მომღერალი ირმა სოხაძე.
საავტორო სიმღერების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანიც საავტორო სიმღერებისა და მუსიკის ჟანრის პოპულარიზაციაა, საქართველოს დედაქალაქში პირველად 2014 წელს გაიმართა. წელს ფესტივალი, რომელიც ფონდის "რუსკი მირ" ფინანსური მხარდაჭერით დააარსა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა "რუსკი კლუბ", იმართება დევიზით "ვერცხლის ხანიდან ციფრულამდე" და ეძღვნება გამარჯვების დღეს.