თბილისის ზოოპარკის ადგილზე ცენტრალური პარკი მოეწყობა

© FB/ Мэрия Тбилисиთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოოპარკის ბინადარნი უახლოეს მომავალში თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორიაზე უნდა გადავიდნენ.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა, ცენტრალური პარკი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტეს. ახალი ზოოპარკის აშენებას, რომელიც დაახლოებით 48 ჰექტარზე განთავსდება, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახალი ზოოპარკი ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით შენდება. იქ უკვე ფუნქციონირებს ცხენოსნობის კლუბი და კავკასიური ნაგაზის საშენი.

პინგვინები - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკს აფრიკული პინგვინები შეემატებიან

იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკის გადატანას რამდენიმე წელი დასჭირდება, პარალელურ რეჟიმში უნდა მომზადდეს ცენტრალური პარკის დეტალური პროექტი. თუმცა პარკის მოწყობის ზოგადი კონცეპტუალური სქემა, რა თქმა უნდა, გვაქვს. და ეს ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო. ასე რომ, მონახაზი გვაქვს, განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. წყალდიდობამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

ზოოპარკის აღდგენაში დახმარების სურვილი მსოფლიოს ბევრმა ზოოპარკმა გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0