თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისში პირველად ჩატარდება მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“, რომელზეც 120 ნიჭიერი ქართველი გამომგონებელი სტუმრებს საკუთარ პროექტებსა და ნამუშევრებს გააცნობენ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალზე ასევე ჩატარდება მეცნიერული ცდები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ინოვაციურ ექსპერიმენტებში, რათა თავი ერთი დღით მეცნიერებად ან გამომგონებლებად იგრძნონ.
მეცნიერების ფესტივალის ჩატარებისა და დანერგვის იდეა დემირელის სახელობის კოლეჯს ეკუთვნის, რომელიც ყოველ წელს ფართო აუდიტორიის წინაშე ახალგაზრდა გამომგონებლებს შეკრებს.