სახალხო დამცველი: ქვეყანში ეფექტური შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას.

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში შრომის მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად გარკვეული სანქციები უნდა არსებობდეს, მიაჩნია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.
სახალხო დამცველი „ქვეყანში ეფექტური შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას"

„სახალხო დამცველი ოთხი წლის განმავლობაში იძლევა რეკომენდაციას, რომ ქვეყანაში აუცილებელია შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სამწუხაროდ ამ რეკომენდაციაზე რეაგირება არ ყოფილა. გარკვეული სანქციები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები იყოს დაცული", — განაცხადა ნანუაშვილმა

სამშაბათს საღამოს უბედური შემთხვევა მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, სადაც მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა, ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0