საწვავის ფასები — შეთანხმება თუ საბაზრო ღირებულება
„თუ ჩვენ დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, ძალიან ნათლად დავინახავთ იმ სხვაობას, რომელიც მცირე და დიდი ბრენდული კომპანიების ფასებს შორის არსებობს და რომელიც 23-25 თეთრს შორის მერყეობს. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ მათ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სხვადასხვა თანხა უჯდებათ, მსგავსი ტიპის სხვაობა შეთანხმებებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა", – ამბობს პაატა ბაირახტარი.
მაგალითისთვის დღეს 1 ლ "პრემიუმის" ფასი ბრენდული კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე 2,07–2,28 ლარია.