პოლიციაზე მუშტებით: ხანდოს ხეობელები ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ხანდოს ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხეობის მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან ერთად, საპროტესტო აქციაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ. ადგილობრივების თქმით, სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ტერიტორიაზე სპეცტექნიკის გაყვანის საშუალება არ მისცეს. შს სამინისტროს თანამშრომლებმა ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“)  დააკავეს. 

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
მდინარე ენგურზე ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები უწყების მიერ წამოწყებულ ყველა ინიციატივას და სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ.

 „არავის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ასეთი ხაზები საქართველოს ყველა რეგიონშია," — განაცხადა ილია ელოშვილმა.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა ან ჰესების მშენებლობების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მაღალმთიან რეგიონებში პერიოდულად იმართება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგია.


ყველა ახალი ამბავი
0