კახეთში ორთავიანი გოჭი დაიბადა

გამოწერა
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გარკვევით ჩანს, რომ გოჭს ერთი ტანი და ორი თავი აქვს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კახეთში, სოფელ გამარჯვებაში ორთავიანი გოჭი დაიბადა. ამ ფაქტის დამადასტურებელ ფოტოს სოციალურ ქსელ Facebook-ში ოთარ კიკილაშვილი ავრცელებს.

კიკილაშვილის ინფორმაციით ფოტო მისმა მეგობარმა ალიკა ბაღაშვილმა გადაიღო.

ფოტომ ადამიანების გარკვეული ნაწილი გააოცა, ნაწილი კი ამას ეჭვის თვალის უყურებს.

ფოტოზე გარკვევით ჩანს, რომ გოჭს ერთი ტანი და ორი თავი აქვს. ფოტოს ავტორმა სააგენტოს დაუდასტურა ფაქტის რეალურობა და რომ დაბადებისას, გოჭის ერთი თავი ცოცხალი იყო, თუმცა მალევე გარდაიცვალა.

„Sputnik საქართველო“ შეეცადა აღნიშნული ფაქტი სოფელ გამარჯვების გამგეობაში გადაემოწმებინა.

როგორც გამგეობაში განგვიცხადეს, სოფელში ორთავიანი გოჭის დაბადების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0