„საქართველოს“ მეანაბრეებმა თბილისში ხმაურიანი აქცია გამართეს

გამოწერა
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების მიერ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში პოლიციამ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ წინააღმდეგ ჩატარებული აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან. კომპანია „საქართველოს“ წინააღმდეგ მეანაბრეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეანაბრეების წინაშე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ვალმა დაახლოებით 76 მილიონი ლარი შეადგინა. საქმეში 2600-ზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს. ამჟამად საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „ძარცვა მთავრობის თვალწინ“ და „ოცნებაში ჩაძირული 12 მეანაბრე“. მომიტინგეებმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს და დაუყოვნებლივ ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეჩერდა. 

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა
Полиция задерживает участника акции протеста жителей Грузии, пострадавших в результате деятельности компании Сакартвело у здания парламента на проспекте Руставели - Sputnik საქართველო
პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

საქმეში პოლიცია ჩაერია, რომელმაც სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამ ყველაფრის შედეგად დააკავეს ოთხი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა
Полиция задерживает участницу акции протеста пострадавших в результате деятельности компании Сакартвело у здания парламента Грузии - Sputnik საქართველო
პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

გარდა ამისა, გზის სავალ ნაწილზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ქალი შეუძლოდ გახდა, ერთ-ერთი მათგანის  გონზე მოსაყვანად დიდი დრო დასჭირდა. „სასწრაფო დახმარების“ მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, რისთვისაც აქციაზე "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
Люди оказывают помощь участнице акции протеста, потерявшей сознание во время стычек протестующих с полицией - Sputnik საქართველო
პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, რისთვისაც აქციაზე "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0