დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ღია გამოძიება ჩატარდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

„დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევათ როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.რაც მთავარია ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი"-განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

სამშაბათს საღამოს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა. ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0