ვაკის პარკში გამარჯვების დღე აღნიშნეს

გამოწერა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 მაისს მონაწილეობა მიიღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიაში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, როგორ მიიტანა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყვავილები უცნობი ჯარისკაცის საფლავზე.

საქართველოში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშNავენ. ეს საზეიმო დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული. გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საზეიმო ღონისძიებები იმართება.

თბილისში ვეტერანები, მათმა ოჯახები და ახლობლები, ტრადიციისამებრ, შეიკრიბნენ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილის გვირგვინები დააწყვეს ქვეყნის ხელისუფლების წევრებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების მეთაურებმა.

პარკშივე გაიმართა კონცერტი, ასევე რამდენიმე საზოგადოებრივი აქცია, მათ შორის აქციის მონაწილეთა მსვლელობა "უკვდავი პოლკი".

ყველა ახალი ამბავი
0