თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში რამდენიმე წუთის წინ 4 მეშახტე სიმაღლიდან გადავარადა. ამის შესახებ ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან.
ინფორმაცია Sputnik-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
„დეტალები ზუსტდება და როგორც კი გვექნება ტყიბულიდან დამატებითი ინფორმაცია, დაუყონებლივ მოგაწვდით", — განაცხადეს სამინისტროში.