თეონა მიქაია: ჩემი შესაძლებლობების განვითარებაში ინტერნეტიც დამეხმარა
„ხელნაკეთი სამკაულის შექმნით დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი, როდესაც გადავწყვიტე ჩემთვის შემექმნა ტყავის საყურე. მცდელობამ გაამართლა, რის შემდეგაც აქტიურად დავიწყე საყვარელი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის აქსესუარების შექმნა“, — განაცხადა მიქაიამ.
თეონა მიქაია პროფესიით ეკონომისტია. მუშაობდა ერთ-ერთ ბანკში. გათხოვების შემდეგ მუშაობას თავი დაანება და ხელნაკეთი სამკაულის შექმნით დაინტერესდა, რომელიც შემდეგში შემოსავლის წყაროდ აქცია.