ნინი რაზმაძე
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება ომამდე?
— კონსერვატორიაში პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა ომი დაიწყო. მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი. მაშინ ისეთი კანონი იყო, ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, პარალელურად შეეძლო ჯარში წასულიყო. მეც ასე ვიყავი, კონსერვატორიიდან ავლაბარში დავდიოდი, სადაც ვიხდიდი ჩემს სამსახურს.
- სად გაგანაწილეს?
— 1941 წელს როდესაც ომი დაიწყო, ჩვენი დისლოკაციის ადგილი მცხეთა იყო. ომის დაწყება კვირას, დილით გამოცხადდა და ჩვენ ყველანი წავედით ერევნისაკენ. მოვიდა ბრძანება, რომ გადაგველახა ირანი, ჩვენი ჯარები წინ წავიდენენ და პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
- რადენი ხანი მოგიწიათ ირანში ყოფნა?
— წლის ბოლომდე იქ მოგვიწია დარჩენა. შემდეგ ისევ მოვიდა ბრძანება და წავედით ყირიმის ნახევარკუნძულზე ფეოდოსიისაკენ. სატვირთო გემებით მოგვიწია მგზავრობა, როცა ჩვედით იქ გერმანელები იყვნენ გამაგრებული, მაგრამ მაინც შევძელით ნახევარკუნძულის გათავისუფლებაც. ნახევარკუნძულიდან ორჯონიკიძემდე ფეხით წამოსვლა მოგვიწია, რადგან გერმანელებმა შემოგვიტიეს, იქიდნა მცხეთამდე ჩამოვედით და ისევ თავინდან გაგვანაწილეს. მე, როგორც წარმოშობით ზუგდიდელი, ზუგდიდში გამიშვეს.
ძალიან რთული ვითარება იყო, გერმანელები კავკასიონის ქედზე იყვნენ მომდგარი. გერმანელებს ჰიტლერის უშუალო ბრძანებით იალბუზის დაპყრობა და კავკასიონის ქედის გადალახვა ჰქონდათ ნაბრძანები. ამის გამო შეიქმნა სადესანტო დაცვის ბატალიონი, სადაც მეც ჩამრიცხეს. ომის დამთავრებდამდე იქ მომიწა დარჩენა. ჩვენ დავალება გვქონდა — გერმანელები თუ გადმოვიდოდნენ, ჩვენი ბატალიონის წევრები პარტიზანებად უნდა წავსულიყავით და ასე გვემოქმედა მათ წინააღმდეგ. თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ მოგვიწია.
- როგორც ვიცი მედდა იყავით?
— ფრონტის წინა ხაზზე ივნისის თვემდე დავრჩით. ჩვენ, როგორც სხვა მეომრები, ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით. მუსიკოსებს სანიტრის მოვალეობის შესრულება გვევალებოდა. დაჭრილები გამოგვყავდა საველე ჰოსპიტალში. ფრონტზე 5 თვე წინა ხაზზე ვიყავი.
- თქვენთვის ყველაზე რთული რა იყო?
— ჩვენ, როგორც სანიტარებს, წითელი სამხრე გვქონდა. რთული იყო დაჭრილების გამოყვანა ომის ქარცეცხლიდან. სხვათ შორის, სნიპერები ჩვენ არ გვესროდნენ, ძირითადად, მეთაურებს უმიზნებდებენ. ჩვენ, სანიტრები, გერმანელებსაც ვეხმარებოდით.
- ფრონტზე ყოფნისას ჭრილობა არ მიგიღიათ?
— მსუბუქად დავიჭერი. ტყვიას კი გადავურჩი, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ცურვა არ ვიცოდი, კინაღამ დამღუპა. ქერჩის პორტი განადგურებული იყო. გემებს ახლოს მოსვლა არ შეეძლოთ. 200 მეტრი უნდა გაგეცურა, გემამდე რომ მიგეღწია. სტალინმა ბრძანება გასცა, ჩვენი ევაკუაცია რომ დაწყებულიყო. ჯერ დაჭრილები გადაჰყავდათ, შემდეგ ჩვენ. ცურვა ვინც არ იცოდა, დაღუპული იყო. ყველა აგონიაში იყო, საბურავებს ბერავდნენ, ცხენით შედიოდნენ წყალში, როგორმე გემამდე რომ მიეღწიათ. მე ცურვა არ ვიცოდი, პირჯვარი გადავიწერე და ზღვაში შევედი. კომკავშირის ბილეთი თნ მქონდა, სანამ გავცურავდი, მიწაში ჩავმარხე, გერმანელებს რომ მოესწროთ და ეს ბილეთი ენახათ, ადგილზე დამხვრეტდნენ. ყველაზე მეტად პარტიულებს დევნიდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
- წერილებს არ წერდით ოჯახის წევრებს?
— კი, ვწერდი სამკუთხა წერილებს, ასე ვეძახდით მაშინ…. ცენზურა იყო, ჩემმა მეგობარმა დედისგან წერილი მიიღო — ფეოდოსია როგორ არის და სევასტი რა მდომარეობაშიაო? ჩვენც მივწერეთ პასუხი, რომ სევასტი სულ სიკვდილის პირას იყო და ფეოდოსია გარდაიცვალაო. მინიშნენებით ვწედით წერილებს, რადგან მაშინ ცენზურა მკაცრად აკონტროლებდა თითოეულ სიტყვას.
- ომის შემდეგ როგორ ცხოვრობდით?
— ომის დროს ცხოვრება ძალიან რთულია. ფრონტზე რომ ვიყავით, საჭმელსაც არ ვჭამდით, ტყიების ზუზუნში საჭმელზე არავინ ფიქრობდა. ომის შემდეგ სწავლა გავაგრძელე და თბილისის სიმფონიურ ორკესტრში ვმუშაობდი, მუსკომედიის თეატრშიც ვიყავი, ასევე კინოსტუდია "საქართველოში" ორკესტრის ხელმძღვანელად ვმუშაობდი. შემდეგ მინისტრმა ზუგდიდიში გამგზავნა მუსიკალური სკოლის დირექტორად.
- 9 მაის როგორ აღნიშნავთ?
— ვეტერანები, ვინც დღემდე ცოცხლები ვართ, ვაკის პარკში უცნობი ჯარისაკაცის საფლავთნ მივდივართ. მთავრობა გვაჯილდოვებს, სადღესასწაულო სუფრასთან გვეპატიჟება და პატივს გვცემენ. ყოველ წელს პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში გვეპატიჟება, მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ჩვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს.
- ეხლა როგორ ცხოვრობთ?
— ორი წელია, რაც კათარზისში დავიწყე სიარული. იქაც ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და ვღებულობ მონაწილებას. ჭადრაკი მიყვარს და ერთხელ შეჯიბრებაშიც გავმიარჯვე, თასიც კი გამოდმომცეს.