ქართული პროდუქცია ჰონგ–კონგში გამოფენაზე წარმოადგინეს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიჰონგ–კონგი
ჰონგ–კონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰონგ–კონგის საკვები პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე თავისი პროდუქცია რვა ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა.

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ქართული პროდუქცია პირველად არის წარდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე HOFEX 2017, რომელიც ჰონგ–კონგში 8–11 მაისს მიმდინარეობს.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოფენაზე რვა ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ესაა ადგილობრივი წარმოების სასმელები და პროდუქტები. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

HOFEX 2017 აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აერთიანებს. 

გამოფენას 38 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ბიზნეს–სექტორისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. ესაა სამი კომპონენტი – ბიზნესი (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტი და ინვესტიციები. სააგენტოს შემადგენლობაშია მრავალი პროექტი, მათ შორის „ერთიანი აგროპროექტი“, „სტარტაპ საქართველო“. პროგრამები ნაწილობრივ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0