მარტვილის რაიონში უცნობმა პირებმა ათამდე საფლავი შეურაცხყვეს

© Дима Гомбергმამაკაცი სასაფლაოზე
მამაკაცი სასაფლაოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფლავის ქვები სხვადასხვანაირად არის დაზიანებული.

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაგვაზაოში, ათამდე საფლავი შეურაცხყვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილობრივების განცხადებით, საფლავის ქვები სხვადასხვანაირად არის დაზიანებული. როგორც ისინი აღნიშნავენ, მსგავსი ფაქტი სოფელში აქამდე არასდროს მომხდარა. 

სოფლის მოსახლეობა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოარკვიონ საქმის ვითარება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0