იმოგზაურეთ იაფად - ბუდაპეშტი

© photo: Sputnik / Евгений Одиноков / გადასვლა მედიაბანკშიბუდაპეშტი
ბუდაპეშტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ხატია გიგოლაშვილი მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ იმოგზაუროთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ბუდაპეშტში ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

ბუდაპეშტი — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი, გამორჩეულად ლამაზი და სანახაობებით სავსე ქალაქია. მართლაც, ეს უმშვენიერესი ქალაქი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა: დახვეწილი არქიტექტურით, რომანტიკული ხედებით, აბანოებით, ესთეტიკურად მნიშვნელოვანი უამრავი ადგილით. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც მისი ბევრი შენობა-ნაგებობა თუ სანახაობაა შესული: დუნაის ნაპირები, ბუდას ციხე-სიმაგრე, ანდრაშის პროსპექტი, მეტროს ხაზი 1. 

CC BY 2.0 / Flickr / Chris Brown / Danubeდუნაის ნაპირები
დუნაის ნაპირები - Sputnik საქართველო
დუნაის ნაპირები

დღევანდელ რუბრიკაში უნგრეთის ამ ულამაზეს დედაქალაქზე გიამბობთ, ერთად დავგეგმავთ მოგზაურობას ხელსაყრელ ფასად, გირჩევთ, რა არ დაგრჩეთ უნახავი და როგორ მიიღოთ უამრავი დადებითი შთაბეჭდილება.

ბუდაპეშტში ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.  1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა  და ობუდას  შერწყმით პეშტთან  მარცხენა სანაპიროზე  ბუდაპეშტი  ერთადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის  ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია. 

CC BY 2.0 / Flickr / Dimitris Kamaras / Buda Castle, Budapestბუდას ციხე-სიმაგრე
ბუდას ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო
ბუდას ციხე-სიმაგრე

დაჯავშნეთ ბილეთები: ბუდაპეშტის მიმართულებით ყველაზე იაფად ქუთაისიდან იფრენთ. ვიზეარს საუკეთესო შემოთავაზება ივნისისა და ივლისის თვეებში აქვს — ორმხრივი ავია ბილეთი სულ 270 ლარამდე დაგიჯდებათ, ხოლო, თუ ფასდაკლების კლუბის წევრიც ხართ — 210 ლარი. შეგახსენებთ, რომ ფასდაკლების კლუბში გაწევრიანება ერთი წლით 30 ევრო ღირს და, თუ ხშირად გიწევთ მოგზაურობა, სულაც არ იქნება ზედმეტად გაღებული ხარჯი. საბაზისო ავია ბილეთის ფასები ცალმხრივი მიმართულებით 110 ლარიდან იწყება და 731 ლარამდეც ადის, ამიტომ ხშირად შეამოწმეთ ვიზეარის ვებსაიტი და ეძებეთ ყველაზე დაბალფასიანი ბილეთები.

საბაზისო ბილეთის ფასში შედის გადასახადები, ადმინისტრაციული და სხვა არანებაყოფლობითი საკომისიოები, ასევე მცირე ხელბარგი (მაქს.: 42x32x25 სმ) და ონლაინ ჩექინი. დიდი ზომის ხელბარგის შემთხვევაში კი დამატებითი მოსაკრებლის გადახდა მოგიწევთ.

ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ შემდეგი ნივთები:

პალტო ან პლედი;

მობილური ტელეფონი;

ფრენისას საკითხავი მასალა;

2 წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: ფრენის დროს სამყოფი საკვების დოზა და დასაკეცი საბავშვო ეტლი ან მცირე პორტატული საწოლი;

ყავარჯნები, შშმ მგზავრებისთვის.

არ დაგავიწყდეთ ონლაინ ჩექინი! სხვა შემთხვევაში, აეროპორტში მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაღება.

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა — ბილეთის დაჯავშნის შემდეგ, მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას შედარებით იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, საცხოვრებლების სიიაფეცაა. ესტუმრეთ hotelscombined.com ან booking.com, სადაც ორადგილიანი ნომრის ერთი ღამით დაქირავებას საშუალოდ 50 ლარიდან შეძლებთ. ბინები უფასო wi-fi-თი და იზოლირებული, კეთილმოწყობილი აბაზანებითაა აღჭურვილი.

აპარტამენტების მხრივ, Airbnb.com —იც დიდ არჩევანს გვთავაზობს. საკმაოდ ხელსაყრელ ფასად, დაახლოებით 20 $-დან, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბინები ლამაზი და მოსახერხებელი ავეჯით, უფასო wi-fi-ით, საუზმით, სარეცხი მანქანით, აბაზანით, ბუდაპეშტის მშვენიერი ხედით. არ დაგავიწყდეთ, ბინის ონლაინ შერჩევისას დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ასახავენ ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას, მის სანდოობას.

აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა — ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან ღირს. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის ცენტრებში შგიძლიათ, აგრეთვე, ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად.

ტრანსპორტი ბუდაპეშტში — ბუდაპეშტი ფეხით მოსიარულეთა ქალაქია. მიუხედავად ამისა, თავს მაინც ვერ აარიდებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას. ქალაქს საკმაოდ გამართული სატრანსპორტო სისტემა აქვს. აეროპორტიდან ქალაქში მოხვედრა ძალიან ადვილია, კარგად არის განვითარებული როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტი. ქალაქის ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით. 

CC BY-SA 2.0 / Flickr / cyphunk . / subway terminalბუდაპეშტის მეტრო
ბუდაპეშტის მეტრო - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის მეტრო

ბუდაპეშტის მეტრო ცალკე ფენომენია. ის  ოთხი ხაზისგან შედგება, რომელიც მთელ პეშტის მხარეს და ნაწილობრივ ბუდას სანაპიროსაც ფარავს.

M1 — ყვითელი ხაზი ყველაზე ძველია, ბუდაპეშტის მეტრო მსოფლიოში სიძველით მეორე მეტროა (ლონდონის შემდეგ) და პირველ ხაზზე სწორედ ეს სიძველე იგრძნობა, რითაც ძალიან ამაყობენ ბუდაპეშტელები. მეტრო სადგურები და ვაგონიც საკმაოდ შთამბეჭდავია;

M2 — წითელი ხაზი კომუნისტების ეპოქაში აგებული, მოდერნიზებული ხაზია.

M3 — ლურჯი ხაზი  ჩვენს წარსულში, ლურჯი ვაგონების ერაში დაგაბრუნებთ,

M4 —ახლად გახსნილი თანამედროვე დიზაინის მქონე მეტროა. ახალთახალი მატარებლებით, უზარმაზარი სივრცული სადგურებით. 

CC BY 2.0 / Flickr / cardinalbiggles / Budapest Airportბუდაპეშტის აეროპორტი
ბუდაპეშტის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის აეროპორტი

აეროპორტში, ტერმინალი 2-ის გასასვლელშივე დგას ავტობუსი 200E, რომელიც მეტროს ყველაზე ახლოს მდებარე სადგურთან მიგიყვანთ. ბილეთი დაახლოებით 3 ლარი ღირს. ჩამოდიხართ ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, საიდანაც იწყება მეტროს ლურჯი ხაზი  და მიდიხართ ნებისმიერი მიმართულებით.

ბუდაპეშტში არსებობს ორი სახის ბილეთი- ერთჯერადი და გრძელვადიანი 24, 48, 72 ან 94 საათიანი. ფასებიც შესაბამისია- 19€, 29€,37€ და 49€. გრძელვადიანი ბარათის ე.წ. travelcard შეძენა აეროპორტშივე შეგიძლიათ (ტერმინალი A2 8.00სთ — იხსნება) და კონტროლიორთანაც. მისი შეძენის შემთხვევაში, არამარტო უფასოდ და შეუზღუდავად იმგზავრებთ ბუდაპეშტის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არამედ ერჯერადად უფასოდ შეხვალთ ათამდე მუზეუმში (გაითვალისწინეთ, ორშაბათს ყველა მუზეუმი დაკეტილია), გამოფენაზე, Lukács თერმულ აბამოში, აგრეთვე ამ ფასში შედის ორი უფასო ექსკურსია, ერთი ბუდადან ყოველდღე 10:30სთ. და მეორე პეშტიდან 14:00სთ-ზე. თავად გადაწყვიტეთ, ფეხით ხეტიალი გირჩევიათ, თუ travelcard-ის შეძენა.

კვება: ხარჯებში გაითვალისწინეთ კვებისთვის საჭირო თანხები, სუპერმარკეტის პროდუქცია დაახლოებით იგივე ღირს, რაც თბილისში. ფასები 2017 წლის მაისის მონაცემებითაა:

▪ ახალი, თეთრი პური (0.500კგ)- 1.63 ლარი

▪ ადგილობრივი ყველი (1კგ) – 14.54ლ.

▪ ქათმის ფილე(1კგ) – 12ლ.

▪ ძროხის ხორცი (1 კგ) – 20ლ.

▪ ვაშლი (1კგ) – 2.50ლ.

▪ ბანანი (1კგ) – 3.50ლ.

▪ პომიდორი (1კგ) – 3.70ლ.

▪ კარტოფილი (1კგ) —1.70ლ.

▪ რძე (1ლ) – 1.85ლ.

▪ კვერცხი(12ცალი) – 3.95ლ.

▪ ბრინჯი (1კგ) – 2.60ლ.

▪ კომბოსტო (1 თავი) —2ლ.

▪ წყალი(1.5ლ) – 0.92ლ

▪ კაპუჩინო — 3.30ლ

იაფფასიან რესტორანში სადილობა, დაახლოებით, 13 ლარი დაგიჯდებათ.უნგრული სამზარეულო ხასიათდება ხორცის, განსაკუთრებით კი ღორის ხორცის, სიჭარბით. პოპულარულ ტრადიციულ სამზარეულოში შედის ლეჩო, ხორცის რულეტი, შნიცელი, ალუბლის წვნიანი,გულიაში, მეთევზეთა სუპი.

აუცილებლად ესტუმრეთ ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარს, სადაც იყიდება ახალი და სუპერმარკეტებზე იაფი პროდუქცია. აქვე იყიდით სუვენირებსაც ყველაზე იაფად. ის ტურისტულ ღირსესანიშნაობასაც კი წარმოადგენს,რადგანაც განთავსებულია არქიტექტურულად გამორჩეულ, ლამაზ შენობაში.

ადგილობრივი მოსახლეობა მოგზაურების მიმართ საკმაოდ პოზიტიური და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ბევრი ბუდაპეშტს ცეკვისა და სიმღერის ქალაქსაც ეძახის, რადგანაც მთელი წლის განმავლობაში აქ უამრავი ეროვნული ფესტივალი და დღესასწაული ტარდება.

რა არ უნდა გამოგრჩეთ ბუდაპეშტში მოგზაურობისას: ქალაქი არა ერთ წყაროში სახელდება, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქი, თავისი უამრავი სანახაობრივი ადგილით, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. 

CC BY 2.0 / Flickr / Chris Yunker / Buda Castleბუდას ციხე-ქალაქი
ბუდას ციხე-ქალაქი - Sputnik საქართველო
ბუდას ციხე-ქალაქი

● ბუდას ციხე-ქალაქი

ციხე-სიმაგრიდან იშლება შესანიშნავი ხედი მთელს ქალაქზე. ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. სასახლე  აგებულია მე-13 საუკუნეში. სასახლე მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა და აღდგენის შემდეგ მასში ეროვნული გალერეა განთავსდა. მატიაშის ეკლესია და მასთან მდებარე მეთევზეთა ბასტიონი ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს ტურისტთა ფოტოკამერებისთვის. ბასტიონს სახელი ამ ადგილას მცხოვრებ მეთევზეთა მიხედვით ეწოდა, რომლებიც თევზს მატიაშის ეკლესიის წინ არსებულ ბაზარში ყიდდნენ. ციხე-ქალაქი ღიაა 24 საათი,შესვლა 3 ევრომდე ღირს. თუმცა ძირითადი სანახაობები 20.00სთ-თვის იკეტება. უბანში ბევრი საინტერესო რამეა, რაც უფასოა და თან 24 საათი ღიაა. 

CC BY 2.0 / Flickr / Michael Grech / Thermal Bathთერმული აბანო
თერმული აბანო - Sputnik საქართველო
თერმული აბანო

●თერმული აბანოები

ბუდაპეშტის ცხელი წყლის 123 წყაროდან და მწარე წყლის 400 წყაროდან დღეში დაახლოებით 70 მილიონი ლიტრი წყალი მოედინება. თერმული აბანოებით ძალიან ამაყობენ ბუდაპეშტელები და განტვირთვისთვის ხშირად მიმართავენ ხოლმე. ჭადრაკსაც სიამოვნებით თამაშობენ იქ. ყველაზე ცნობილი სეჩენის თერმული აბანოა. ის ევროპაში ყველაზე დიდია, აგებულია ნეობაროკოს სტილში და წყალს ორი განსხვავებული თბილი მინერალური წყაროსგან იღებს. მათში ტემპერატურა 74 გრადუსამდეც ადის. 

CC BY 2.0 / Flickr / Alistair Young / Budapest Opera Houseბუდაპეშტის ოპერა ანდრაშის გამზირზე
ბუდაპეშტის ოპერა ანდრაშის გამზირზე - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის ოპერა ანდრაშის გამზირზე

●ანდრაშის პროსპექტი და ოპერა

ანდრაშის პროსპექტი ბუდაპეშტის ყველაზე მეტად განთქმული ქუჩაა, ბრენდების, კაფეების,  ტურისტული და შოპინგ ქუჩა. ის ერთმანეთთან აკავშირებს გმირთა მოედანსა (Hősök tere) და ერჟებეტის მოედანს. პროსპექტზე ნეორენესანსის სტილის მრავალი შენობაა, რომელთა ნათელი მაგალითი 1884 წელს აშენებული ოპერის თეატრია.

ოპერაში ყოველ დღე 3-4 სთ-ზე იწყება ტურები მნახველებისთვის.

ტურის ხანგრძლივობა — 45 წუთია. 

CC BY 2.0 / Flickr / Top Budapest / Budapest City Park: Varosligetბუდაპეშტის მთავარი პარკი - ვაროშლიგეტი
ბუდაპეშტის მთავარი პარკი - ვაროშლიგეტი - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის მთავარი პარკი - ვაროშლიგეტი

● ვაროშლიგეტი

ეს ქალაქის მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი“ 

CC BY 2.0 / Flickr / Prabhu Balakrishnan Follow / Budapest Chain bridgeჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტში
ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტში - Sputnik საქართველო
ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტში

● ლანცჰიდი

ლანცჰიდი (ქართულად: ჯაჭვის ხიდი) 1849 წელს აშენდა და პირველი მუდმივი ხიდი გახდა მდინარე დუნაიზე, რითიც დაიწყო მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი ქალაქის გაერთიანება. 48 მეტრი სიგრძის ხიდი პეშტიდან ბუდას მხარეზე და ბუდას სასახლისკენ მისასვლელად საუკეთესო გზაა. ხიდის ბოლოში შეგიძლიათ ფუნიკულორით ან ფეხით ასავლელი აღმართით ისარგებლოთ, რომლითაც 5 წუთში სასახლეში აღმოჩნდებით. 

CC BY-SA 2.0 / Flickr / Karen Blaha / Synagogue, Budapestბუდაპეშტის სინაგოგა
ბუდაპეშტის სინაგოგა - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის სინაგოგა

● ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა

სინაგოგა სიდიდით ევროპაში პირველია, მსოფლიოში — მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს.

მე-2 მსოფლიო ომის დროს გეტოს ფუნქციას ითავსებდა და დახვრეტამდე აქ აგროვებდნენ ებრაელ მოსახლეობას. 

CC BY-SA 2.0 / Flickr / Bobo Boom / Parliament in Budapestბუდაპეშტის პარლამენტი
ბუდაპეშტის პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის პარლამენტი

● პარლამენტი

. პარლამენტი ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების. პარლამენტში ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურით, რომლის სტანდარტული ბილეთის ღირებულებაა 17 ევრო. 

CC BY-SA 2.0 / János Korom Dr. / Budapest Margit-szigetმარგიტის კუნძული
მარგიტის კუნძული - Sputnik საქართველო
მარგიტის კუნძული

● მარგიტის კუნძული

კუნძულის სიგრძე 2.5 კმ-ია. ამჟამად კუნძულზე განლაგებულია პარკი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები. მარგიტის კუნძული მდებარეობს ბუდასა და პეშტს შორის, მასთან მისვლა შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით — ნავით, საკრუიზო ნავებით და ფეხით. მარგიტის კუნძული ბუდაპეშტელებისთვის პიკნიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. 

CC BY 2.0 / Flickr / Jorge Láscar / Saint Stephen's Basilicaწმინდა სტეფანეს ბაზილიკა
წმინდა სტეფანეს ბაზილიკა - Sputnik საქართველო
წმინდა სტეფანეს ბაზილიკა

● წმინდა სტეფანეს ბაზილიკა

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ბაზილიკა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობას წარმოადგენს და ის მეორე ყველაზე მაღალი შენობაა მთელს ბუდაპეშტში.

აუცილებლად მოინახულეთ ბუდა და პეშტი, აღმოსავლეთი და დასავლეთი — ელეგანტური და კონტრასტების ევროპული დედაქალაქი.

როგორც კონფუცი ამბობდა, მოგზაურობა 100 კილომეტრზე პირველი ნაბიჯით იწყებაო. ჰოდა, გადადგით პირველი ნაბიჯი ულამაზესი ბუდაპეშტის სანახავად!

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0