ილია მეორემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოწერა
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. პროცენტულად ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საბჭოეთში შემავალ სხვა 14 რესპუბლიკასთან შედარებით.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მივიდან და მეორე მსოფლიო ომში  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. პროცენტულად ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საბჭოეთში შემავალ სხვა 14 რესპუბლიკასთან შედარებით. 

დღეისათვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 948 ვეტერანი ცხოვრობს.


ყველა ახალი ამბავი
0