გიორგი მარგველაშვილმა ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს ღირსების ორდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესვე გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღეს ომის ვეტერანს ოლგა ცალანს ესტუმრა და 91 წლის ვეტარანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტმა ოლგა ცალანი ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა და ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა.

„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძოლა იმისათვის, რომ  „მსოფლიო არ ჩაიძირა საშინელების მორევში“.

დღესვე გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ყველა ახალი ამბავი
0