საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - X ტურის მიმოხილვა

© Erovnuli Ligaფოთის "კოლხეთი" - "დინამო" თბილისი
ფოთის კოლხეთი - დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე საქართველოში ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, რომელიც პირველის ზუსტი ასლი გამოდგა.

საოცარი დამთხვევაა, მაგრამ პირველი ტურის მსგავსად, საანგარიშო დღეს გუნდებმა ქომაგები გატანილი გოლებით ისევ ვერ გაახარეს. ჩემიონატის სტარტზე ხუთ ჩატარებულ მატჩში გატანილია შვიდი გოლი. ამჟამად მათი რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

თბილისის „დინამო“ კვლავ იგებს 

თბილისის „დინამომ“ საანგარიშო ტურში „კოლხეთთან“ გასვლითი თამაში ანგარიშით 3:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის ტიტული შეინარჩუნა.

კახა კაჭარავას აღსაზრდელებს ფოთელების დამარცხება არ გაუჭირდათ. შეტევა ერთი მეორეს მოსდევდა, და თბილისელებმა უპირატესობა გატანილ გოლად 35-ე წუთზე აქციეს. ბაჩანა არაბულმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაარტყა, ხოლო ბექა მიქელთაძემ გუნდელის პასი მიიღო და გაიტანა.

ათი წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. თამაზ ჯიშკარიანს არაბულის მიმართ უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი „მოხვდა“ და მოედნიდან გააძევეს. ამ საჯარიმოდან პირდაპირი დარტყმით გიორგი ზარიამ „დინამოს“ უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა. 

© FC Dinamo Tbilisi"დინამო" თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
"დინამო" თბილისი

გასაკვირი არ არის, რომ მეორე ტაიმში „კოლხეთი“, რომელიც უმცირესობაში თამაშობდა, შეტევაზე აღარ ფიქრობდა და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ დამარცხება გამანადგურებელი არ ყოფილიყო. შედეგად სტუმრები მხოლოდ ერთი გატანილი გოლით დაკმაყოფილდნენ, რომლის ავტორი 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

თბილისის „დინამოსათვის“ ეს გამარჯვება ზედიზედ მეშვიდე გახდა, თანაც შვიდიდან ექვს მატჩში მათ კარს არც ერთი ბურთი არ მოხვედრია. 

„ლოკომოტივი“ ლიდერის დევნაში

ეროვნული ლიგის 36 მატჩიდან 10 უკვე ჩატარდა, თუმცა,  საბოლოო დასკვნების გაკეთება, ჯერჯერობით, ნაადრევია. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ „დინამოს“ მთავარი კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ იქნება.

X ტურში „რკინიგზელები“ გასვლით მატჩში ბათუმის „დინამოელებს“ ხვდებოდნენ და ანგარიშით 2:1 მოიგეს.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ეს მე-14 წუთზე მოხდა, როდესაც ვალერიან თევდორაძემ 11-მეტრიანი განახორციელა.

სტუმრებს გონზე მოსასვლელად თითქმის ერთი საათი დასჭირდათ. 56-ე წუთზე თავისი სიტყვა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ თქვა. თავდამსხმელმა მასპინძლების დაცვის შეცდომა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. „ლოკომოტივის“ ფორვარდისთვის ეს გოლი ამ სეზონში უკვე მე-11 გახდა. 

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1
საფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1

ამ გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა მეტოქის საჯარიმო მოედანში სახიფათო მომენტი არაერთხელ შექმნეს. თუმცა, გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის დასასრულს შეძლეს. 88-ე წუთზე შესანიშნავი და ზუსტი დარტყმა ვატო არველაძემ შეასრულა, რამაც „ლოკომოტივს“ ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვება მოუტანა.

„დილას“ პირველი მოგება საკუთარ მოედანზე

ჩემპიონატის პირველ წრეში გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ვერცერთი ვერ მოიგო — სამჯერ წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

და როგორც იქნა ეს წარუმატებლობა დასრულდა. კლუბის ქომაგებისათვის ეს სასიხარულო მოვლენა „ჩიხურას“ წინააღმდეგ მატჩში მოხდა, სადაც მასპინძელი სტუმრებზე ძლიერი აღმოჩნდა — 2:0. 

შეხვედრის ბედი გუნდის ლეგიონერების მიერ გატანილმა ორმა სწრაფმა გოლმა გადაწყვიტა. მესამე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟან დერეტიმ გახსნა, ხუთი წუთის შემდეგ კი „ჩიხურას“ კარში მეორე გოლი სიერა-ლეონელმა სალიეუ ტარავალიემ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ „დილა“ სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზე დარჩა, მაგრამ გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა გაათანაბრა. 

ერთი სტრიქონით

ქობულეთის „შუქურა“ სატურნირო ცხრილში სულ უფრო ქვემოთ მიიწევს. ჩემპიონატზე მორიგი მარცხი, ამჯერად „სამტრედიასთან“ — 0:2 და ისევ სამი ქულა გრაფაში.

ზედიზედ მეორე მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, თუ თბილისის „დინამოსთან“ გუნდმა ანგარიშით 0:2 წააგო, თბილისის „საბურთალოსთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა — 0:0.

X ტურის ყველა მატჩის შედეგები:

"კოლხეთი" (ფოთი) – "დინამო" (თბილისი) 0:3

"დინამო" (ბათუმი) – "ლოკომოტივი" (თბილისი) 1:2

"დილა" (გორი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 2:0

"შუქურა" (ქობულეთი) – "სამტრედია" 0:2

"ტორპედო" (ქუთაისი) – "საბურთალო" (თბილისი) 0:0

ეროვნული ლიგის XI ტურის მატჩები 9 და 10 მაისს ჩატარდება.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0