სამხრეთ აფრიკაში სირაქლემა მამაკაცს დაესხა თავს

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშისირაქლემა ემუ
სირაქლემა ემუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, ფრინველმა საფრთხე იგრძნო, მამაკაცს თავს დაესხა და წააქცია. იქვე მყოფმა ადამიანებმა შეძლეს სირაქლემას დაფრთხობა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სამხრეთ აფრიკაში გამძვინვარებულმა სირაქლემამ შეუტია მამაკაცს, რომელიც მის ჩახუტებას შეეცადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. ინციდენტის ამსახველი ვიდეო YouTube–ზე გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლში ჩანს, რომ მამაკაცი მიუახლოვდა სირაქლემას. როგორც ჩანს, ფრინველმა საფრთხე იგრძნო, მამაკაცს თავს დაესხა და წააქცია. იქვე მყოფმა ადამიანებმა შეძლეს სირაქლემას დაფრთხობა.

დაშავებულს ტინი ვაბ ვიკი ჰქვია. ის სირაქლემების ფერმაში, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბრაკპანში გაიზარდა.

მამაკაცს სერიოზული ტრავმები არ მიუღია. 

„ეკლიან ბუჩქს დავეცი და ნაკაწრები მქონდა. ამას თუ არ ჩავთვლით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ვან ვიკმა.

ყველა ახალი ამბავი
0