თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჟანიძემ, რომელიც „ორენბურგის“ სახელით გამოდის, რუსეთის ჩემპიონატის XXVII ტურის მატჩში საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. „ორენბურგი“ საკუთარ მოედანზე „კრასნოდარს“ შეხვდა.
ქართველი ფორვარდის მიერ 49-ე წუთზე გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
აღნიშნული გამარჯვება „ორენბურგისთვის“, რომელიც კვლავ აგრძელებს ბრძოლას პოზიციების გასამყარებლად, ძალზე მნიშვნელოვანი იყო. XXVII-ე მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურის განმავლობაში, გუნდის აქტივში 26 ქულაა და მე-13 ადგილზეა განთესილი.
24 წლის ლობჟანიძე „ორენბურგში“ ბათუმის „დინამოდან“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა. რუსეთის გუნდის შემადგენლობაში თავდამსხმელმა 10 მატჩი ჩაატარა.