თბილისი, 7 მაისი – Sputnik. იტალიური ტელეარხ Rai Sport–ის თანამშრომელმა „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, მაროკოელ მცველს, მედჰი ბენატიას „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ ინტერვიუს დროს შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იტალიურ პორტალ Football Italia–ზე დაყრდნობით.
„ტორინოს“ ერთ–ერთი მოთამაშე მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის შემდეგ გააძევეს. ბენატიას იმ დროს მიაყენეს შეურაცხყოფა, როდესაც მან დაიწყო განმარტება, რომ მისი აზრით, მსაჯის მოქმედება გამართლებული იყო. ამ დროს მოესმა მას ყურსასმენში „რას ამბობ!“, რასაც რასისტული გამონათქვამები მოჰყვა.
ამის შემდეგ ბენატიამ ინტერვიუ მაშინვე შეწყვიტა და წავიდა.
შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ავტორი ვერ დაადგინეს. Football Italia–ს ვარაუდით, ეს შეიძლება ტექნიკოსი ყოფილიყო, რომელმაც სტუდიის მიკროფონი შემთხვევით ჩართული დატოვა.
მატჩი, რომელსაც ეს ინციდენტი მოჰყვა, ფრედ დასრულდა. „იუვენტუსმა“ გოლის გატანა დამატებით დროში შეძლო. სამის ნაცვლად ერთი ქულის მიღებით „იუვენტუსმა“დაკარგა შესაძლებლობა, იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ვადამდე ადრე გამხდარიყო.