როგორ ატარებს მაისის დღესასწაულებს საქართველოში რუსი მსახიობი ბონდარენკო

© photo: Sputnik / Denis Aslanovსტანისლავ ბონდარენკო
სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში მოდელ აურელიკა ალიოხინასთან ერთად ისვენებს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. უკრაინული წარმოშობის პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო მაისის დღესასწაულებს საქართველოში მხიარულად ატარებს – ამაზე მეტყველებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული შთამბეჭდავი ფოტოები.

მსახიობი საქართველოში ნაწილობრივ სამუშაოს გამოც არის. ის ჟიურის წევრია ტელეპროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ტელეკომპანია „იმედზე“. 

A post shared by Stanislav Bondarenko (@st_bond) on May 5, 2017 at 4:04am PDT

 

ამის პარალელურად ბონდარენკო კარგად ერთობა – ესტუმრა მცხეთასა და კახეთს.

ბონდარენკო კახეთში ეწვია სიღნაღს, ლაგოდეხის ჩანჩქერს და ალაზნის ველს. კახეთის შესახებ მსახიობი ამბობს: „ასეთი სილამაზის, სიმაღლისა და განსაკუთრებით ველების ნახვისას ფრენის სურვილი მიჩნდება“.

 

ბონდარენკოს თან ახლავს ახალი გატაცება – აურელიკა ალიოხინა – მოდელი და მოსკოვის ღამი კლუბის Angelov დამაარსებელი.

Город любви💖 #сигнахи #signahi

A post shared by Аурика (@aurelia.angelov) on May 5, 2017 at 4:09am PDT

 

ბონდარენკოს თბილისთან უკვე ბევრი რამ აკავშირებს. თბილისში პირველად ის 2016 წელს, საქველმოქმედო მისიით გამოჩნდა – გამოვიდა მძიმედ დაავადებული ბავშვის, მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად.

ამის შემდეგ რუსი მსახიობი გახდა ტელეშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილე და შემდეგ – გამარჯვებული. პრიზის სახით ბონდარენკომ თბილისში ბინა მიიღო. მაშინ მსახიობმა პირობა დადო, რომ არ გაყიდიდა ბინას და საქართველოს ხშირად ესტუმრებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0