შს სამინისტრო: „მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliЗдание МВД Грузии
Здание МВД Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის მარათონის ერთ-ერთი მონაწილე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია მარათონზე WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან — „მსოფლიო რბენა“ — დაკავშირებით, ხვალ, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე — გურჯაანი-აფენი-კაბალი.

გარდა ამისა, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.


ყველა ახალი ამბავი
0