თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადმოკვეთისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ე. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0