თბილისი, 6 მაისი – Sputnik. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს სამხედრო გზაზე, გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.
ამავე გზის 134-135–ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.