გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან მიულოცა. 

წმინდა გიორგის ძეგლი - Sputnik საქართველო
საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის გაძლიერება, სიკეთე და წარმატება უსურვა.

„გიორგობა მინდა მოგილოცოთ წმინდა გრიგოლის სახელობის ამ ეკლესიიდან. ამ ეკლესიას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. იგი IX-X საუკუნეშია აგებული, როცა კომუნისტები შემოვიდნენ, აქაურმა ბერებმა დალოცეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რისთვისაც მათ სასტიკად გაუსწორდნენ. დღეს, მე აქედან მინდა მივულოცო საქართველოს, ჩვენი ძლიერების სიმბოლოს, წმინდა გიორგის ხსენების დღე მოგილოცოთ დღესასწაული და გისურვოთ ძლიერება და წარმატება”, — ნათქვამია პრეზიდენტის  Facebook-გვერდზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0