ახალდაქორწინებულის მკვლელობა თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული არიან გიორგი შარაშენიძის მკვლელობაში ბრალდებულები, რომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცს დაქორწინებიდან ორი კვირის მერე 17-ჯერ ესროლეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა 26 წლის თბილისელის, გიორგი შარაშენიძის მკვლელობაში ბრალდებული სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ ეტაპზე სამინისტრო დაკავებულების ვინაობასა და მკვლელობის მოტივს არ ასახელებს. არაოფიციალური ვერსიით, თავდასხმის მიზეზად პირად დაპირისპირებას ასახელებენ.

მკვლელობა ოთხშაბათს ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას მისსავე ავტომობილში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შარაშენიძეს 17-ჯერ ესროლეს, აქედან 14 ტყვია მოხვდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს…

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ტურგენევის ქუჩაზე საცხოვრებლად ცოტა ხნის წან გადავიდა. ის დედასთან და მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის სულ ორი კვირის წინ დაქორწინდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით — განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0