ჯეჯელავა: თუ პედაგოგებს არ უნდათ ასეთი მემორანდუმი, ის აუცილებლად გაუქმდება
„ძალიან სამწუხაროა ის რაც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური ფიგურები სკოლას იყენებენ თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, ამბობს ჯეჯელავა.
თბილისის 162-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს და ამით მემორანდუმი გააპროტესტეს, რომელიც სკოლის დირექტორმა სოფია ფანცულაიამ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გააფორმა.