ევროპის დღე თბილისში კონცერტით აღინიშნება

© Sputnik / Levan Avlabreliხედი რიყის პარკსა და ძველ თბილისზე
ხედი რიყის პარკსა და ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების სტუმრებს ელის ჯგუფი "მგზავრები", პანტომიმის მსახიობებისა და ევროპიდან ჩამოსული მუსიკოსების გამოსვლა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ევროპის დღე — ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაული საქართველოში 7 მაისს რიყის პარკში სადღესასწაულო კონცერტებით აღინიშნება.

დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 18 წევრი ქვეყნისა და საერთაშორისო პარტნიორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრების წინაშე წარდგებიან ბავშვთა ვოკალური ანსამბლები იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. გარდა ამისა, კონცერტზე იმღერებენ: გერმანული ბენდი Jazzanova, საბინა ჭანტურია შვედეთიდან, Duclimer Band-ი ჩეხეთიდან და სხვა ევროპელი შემსრულებლები.

თბილისი, ნარიყალა - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 5-7 მაისი

ქართველი მუსიკოსებიდან გამოვლენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ნართები" და ფოლკ-ჯგუფი "მგზავრები".

ღონისძიების სტუმრებს ელის გართობისა და ფოტო ზონები, დრამ-შოუ, პანტომიმის მსახიობების წარმოდგენა და სხვა.

ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

მსოფლიოში ევროპის ორი სხვადასხვა — ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული დღე აღინიშნება — შესაბამისად 5 და 9 მაისს.

 

ყველა ახალი ამბავი
0