ძველი ტელევიზორი და ალბერტ აინშტაინი... რუსთაველზე

გამოწერა

დიდი მეცნიერი ამბობდა, მთავარია ადამიანი ცნობისმოყვარე იყოსო. თუ სადამდე მიიყვანა თბილისელი ცნობისმოყვარეები ამ თვისებამ, თავად ნახეთ ჩვენ ვიდეოკლუბში.

უცნაური კი იყო, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუხვიდოდი: რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იდგა ძველზე ძველი ტელევიზორი. განსაკუთრებულად ცნობისმოყვარეები ახლოს მივიდნენ და… ალბერტ აინშტაინმა სახალისო თამაშში ჩააბა.

თანაც, უბრალო თამაშში კი არა, არამედ საპრიზოში. გამარჯვებულმა გერმანიის საგზური მოიგო და ისიც საკუთარი თვალით შეძლებს მეცნიერის სახლ-მუზეუმის დათვალიერებას.

ეს სახალისო ექსპერიმენტი National Geographic-ის არხზე ახალი, ათეპიზოდიანი სერიალის Genius გამოჩენას უკავშირდება, რომელიც ალბერტ აინშტაინის ცხოვრებაზეა გადაღებული.

ყველა ახალი ამბავი
0