საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 122-ე ადგილზე დარჩა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიFIFA
FIFA - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბოტსვანასა და იემენის ნაკრებებს შორის აღმოჩნდა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა 122-ე სტრიქონი შეინარჩუნა.

ეს იმას უკავშირდება, რომ აპრილში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არც ერთი მატჩი არ ჩაატარა.

ამ მომენტში საქართველოს ნაკრების აქტივში 274 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის ბოცვანასა და იემენის ნაკრებებს შორის აღმოჩნდა.

უძლიერესი გუნდების რეიტინგში ისევ ბრაზილია ლიდერობს, რომელსაც 1672 ქულა აქვს. შემდეგ მოდის არგენტინა (1603) და გერმანია (1464).

თბილისის დინამო – ქობულეთის შუქურა 5:0 - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი – მეშვიდე ტურის მიმოხილვა

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1. ბრაზილია

2. არგენტინა

3. გერმანია

4. ჩილე

5. კოლუმბია

6. საფრანგეთი

7. ბელგია

8. პორტუგალია

9. შვეიცარია

10. ესპანეთი

ფიფას რეიტინგის მიხედვით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები "d" ჯგუფში:

უელსი (13)

ირლანდია (26)

ავსტრია (36)

სერბეთი (49)

მოლდოვა (159)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ივნისს გასვლაზე მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებს, მანამდე კი, 7 ივნისს, ამხანაგურ თამაშში სენტ-კიტს და ნევისის გუნდს შეხვდება, რომელიც ფიფას რეიტინგში 98-ე პოზიციას იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0