რატომ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი?

© FB/Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვარ-აპრილში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, განუცხადა „ახალგაზრად ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „Sputnik-საქართველოს".

 

რატომ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი?

„მაგალითად, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, ერთი მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დამსახურებაა, ხოლო მეორე მხრივ კი რეგიონში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდითაც არის განპირობებული", — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი — 207% (2 391 981), საფრანგეთი — 332% (65 040), აზერბაიჯანი — 217% (42 264), ისრაელი — 150% (65 490), რუსეთი — 87% (11 076 205), გერმანია- 38% (145 168), ბელარუსი — 37% (183 150), უკრაინა — 26% (1 874 212), პოლონეთი — 19% (814 882), ლატვია — 14% (400 190) და სხვა. ქსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი —11 076 205,ჩინეთი —2 391 981, უკრაინა — 1 874 212, პოლონეთი — 814 882 დაყაზახეთი — 602 407 ბოთლი.

ყველა ახალი ამბავი
0