თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გუშინ, გვიან ღამით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში მკვლელობა მოხდა. 28 წლის მამაკაცმა 23 წლის მეუღლე ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით მოკლა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
როგორც „sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობით.