2019 წლიდან ამერიკული Green card-ის რუსული ანალოგი ამოქმედდება

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი, კრემლი
მოსკოვი, კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თანამემამულის ბარათის" შემოღებით რუსეთში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვა იგეგმება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რუსული წარმოშობის უცხოელებისათვის, რომლებიც რუსულ ენას თავისუფლად ფლობენ, ქვეყანაში შესვლისა და მუშაობის უფლების მინიჭების მიზნით, რუსეთის კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო Green card-ის ანალოგის — თანამემამულის ბარათის შემოღებას სთავაზობს, ნათქვამია გაზეთში Известия.

სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტში „ციფრული ეკონომიკა" ნათქვამია, რომ „2019 წლისათვის უნდა ამოქმედდეს რუსეთის თანამემამულის ბარათი, რომელიც რუსული წარმოშობის უცხოელებს, რომლებიც რუსულ ენას თავისუფლად ფლობენ, რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და მუშაობის უფლებას მიანიჭებს", — ნათქვამია სტატიაში.

ამ მიზნით უნდა შემუშავდეს დამსაქმებელთა მიერ ბარათის მფლობელთა კვალიფიკაციის შეფასების სისტემა და მაღალი შეფასების მქონე სპეციალისტებისათვის რუსეთში ყოფნის ხელშემწყობი ზომების კომლექსი.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

გაზეთში მოყვანილია ინტერნეტ-ომბუდსმენის დმიტრი მარინიჩევის თვალსაზრისი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბარათის შემოღება რუსეთისათვის სასარგებლო იქნება, მაგრამ მისი ეფექტურობა უფრო მაღალი იქნებოდა, ის რომ რამდენიმე წლის წინ დანერგილიყო.

"აშშ-ში ფინანსური კრიზისის დროს ბევრი სპეციალისტი მზად იყო აქ გადმოსულიყო და ემუშავა ჩვენთან. ასეთი პროგრამის რეალიზაცია მაშინ იყო საჭირო. ახალ ეს არ იმუშავებს", — აცხადებს მარინიჩევი.

მისი თქმით, რუსეთში გადმოსვლის მსურველები გამოჩნდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა უმნიშვნელო იქნება.

კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ მაისის დღესასწაულებზე ეს დოკუმენტი შესათანხმებლად ფინანსთა, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროებს გადაუგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0