სოფო ბოლქვაძე: საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთები
„ჯერ დავიწყე დეკორატიული თიხისგან ყვავილების, ქოთნების, ყელსაბამების გაკეთება და, რატომღაც, საბოლოოდ სამკაულები ვარჩიე, ალბათ იმიტომ, რომ მეტი მოთხოვნა სამკაულზე იყო, ვიდრე დეკორატიულ ნივთებზე“, ამბობს ბოლქვაძე.
მისივე თქმით, რაც უფრო პატარა და ციცქნა დეტალია, მით უფრო ძნელია მისი დამუშავება. „ცივ ფაიფურს“ უცხოური საიტებიდან იწერს. მუშაობის დროს გარკვეულ ხელსაწყოებს იყენებს, თუმცა ძალიან პატარა დეტალებს ქინძისთავის ქმნის.