საქართველოში უმეტესად ერთლარიან მონეტებს აყალბებენ

© Courtesy of Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaყალბი ლარიანები
ყალბი ლარიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთლარიანი მონეტების შემდეგ ყალბი მონეტების შემქმნელებში ყველაზე პოპულარული 20-ლარიანი კუპიურებია.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეროვნული ვალუტის ნამდვილობაზე კონტროლია.

რეგულატორის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გამოვლინდა ლარის დაახლოებით 5,2 ათასი ყალბი ბანკნოტი და 15,6 ათასი ყალბი მონეტა.

ეროვნული ბანკი ქვეყნის პარლამენტს ანგარიშს ყოველ წელს წარუდგენს, რომელშიც შეჯამებულია რეგულატორის გაწეული მუშაობა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით და მოცემულია ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებები.

ლარი - Sputnik საქართველო
ლარი გარბის, ყველაფერი რიგზეა!..

ყველაზე მეტად აყალბებენ ერთლარიან მონეტებს, მეორე ადგილზეა 20-ლარიანი ბანკნოტი, ხოლო მესამეზე — 50-ლარიანი.

ყველაზე იშვიათად აყალბებენ ორლარიან მონეტასა და ხუთლარიან ბანკნოტს.

ეროვნული ბანკი აკონტროლებს უცხოური ვალუტის გაყალბებასაც. 2016 წელს გამოვლინდა 707 ყალბი აშშ დოლარის ბანკნოტი და 116 — ევროს ბანკნოტი.

ყველა ახალი ამბავი
0